26 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
აქ არის მოსულია "ნაც ბანდა" იმისათვის, რომ ხალხმა მოაწეროს ხელი და ეს ჯალათი მიხეილ სააკაშვილი გამოუშვან ციხიდან კი არა, საავადმყოფოდან - სოსო რობაქიძე

ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე ამბობს, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაში იღებს მონაწილეობას, სხვადასხვა დანაშაულებში მონაწილეობა აქვთ მიღებული.

"ეს ბიბლიოთეკა, სადაც ახლა ჩვენ ვართ, არის საქართველოში ნომერ პირველი ჯალათის დაარსებული. აქ არის მოსული "ნაც ბანდა" იმისათვის, რომ ხალხმა მოაწეროს ხელი და ეს ჯალათი მიხეილ სააკაშვილი გამოუშვან ციხიდან კი არა, საავადმყოფოდან. განსაკუთრებით პრეზიდენტის გასაგონად ვამბობ - ხელი არ წაუცდეს და ეს კაცი არ შეიწყალოს. "ნაციონალური მოძრაობა" ხერხემალში გადატეხა იმ საქმეებმა, რაც ჩაიდინეს, ეს არის ბუტას საქმე, სანდროს საქმე, ვაზაგაშვილის საქმე, გამცემლიძის საქმე, ნავთლუღის საქმე, ცინდელიანის საქმე, რომელიც წაიყვანეს, მოკლეს და ზღვაში გადააგდეს. ამ ხალხს, რომელიც დღეს აქ იკრიბება, ყველას აქვს ამაში მონაწილეობა მიღებული,"- განაცხადა სოსო რობაქიძემ.

სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი გაკეთებული საქმეები უკან მოუბრუნდა და ახლა თავად ითხოვს შეწყალებასა და გათავისუფლებას.

"ბუმერანგივით დაუტრიალდა მიხეილ სააკაშვილს თავისი სიტყვები, წარსული. დაუბრუნდა ის, რომ როდესაც სულხან მოლაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ხელი მოაწერეს საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა, ჩარეცხილები უწოდა მაშინ მათ მიხეილ სააკაშვილმა და დღეს თვითონ მოუწია მიხეილ სააკაშვილს მოწოდება და მოთხოვნა იმის, რომ მოაწერონ ხელი და შეწყალება მოხდეს. საზოგადოებამ ისტორიულ ნაგავზე დიდი ხნის წინ მოისროლა მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა." დღეს ერთადერთი ნაბიჯი ეს არის პიარის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მიხეილ სააკაშვილმა იტივტივონ საინფორმაციო სივრცეში,"-განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

დღის ამბები