ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საქმეზე, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი გამოიკითხა. გიგა ბექაური, 26-29 სექტემბერს ჩატარებული სემინარის მონაწილეა.
გამოკითხვის შინაარსზე, პროცესის დასრულების შემდეგ მოწმეს არ უსაუბრია, მიზეზი უფლებადამცველის თქმით, გაუთქმელობის ხელწერილია. ბექაურის ადვოკატმა დაადასტურა, რომ ლექცია არაძალადობრივი შინაარსის იყო.