26 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი - უნგრეთი შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა, ორბანის ვიზიტი აძლიერებს და ამყარებს იმას, რომ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება, მათ შორის შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის მიმართულებით.

როგორც დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი ღირებულ წვლილს შეიტანს ევროპის ენერგოდივერსიფიცირების მიმართულებით. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგები უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ფართო საზოგადოებისთვის.

„ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ უნგრეთი, რუმინეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, ერთ-ერთი მონაწილეა იმ შეთანხმების, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის მშენებლობის პროექტს, რომელიც ძალიან ღირებულ წვლილს შეიტანს ევროპის ენერგოდივერსიფიცირების მიმართულებით. ჩვენ, ყველანი აქტიურად ვართ ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. ეს ვიზიტიც აძლიერებს და ამყარებს იმას, რომ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას. უნგრეთი ძლიერი ნაწილია ამ პროცესის, როგორც რუმინეთი და ჩვენი რეგიონიდან ჩვენ და აზერბაიჯანი. ამ თანამშრომლობას ვაგრძელებთ, დარწმუნებული ვართ, რომ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გამოჩნდება და ჩვენი მოსახლეობა დაინახავს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები