26 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
ღაზაში ელექტროენერგიის რესურსი 12 საათში იწურება

საწვავი ღაზის ელექტროსადგურისთვის, რომელიც ახლა ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა, 10-12 საათის განმავლობაში იქნება საკმარისი, BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა, თაფერ მელჰემმა განაცხადა.

ისრაელმა ღაზას ელექტროენერგიის მიწოდება ორშაბათს შეუწყვიტა - მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ღაზის სექტორს სრულ ალყაში მოაქცევდა. იქ, ამ დროისთვის, არ შედის საკვები, საწვავი და წყლის მარაგები.

ღაზის მოსახლეობის 80% ომის დაწყებამდეც კი ჰუმანიტარულ დახმარებაზე იყო დამოკიდებული. გაეროში ამბობენ, რომ შაბათის შემდეგ ნახევარ მილიონამდე ადამიანი საკვების აღებას ვერ ახერხებს.

დღის ამბები