26 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
საპარლამენტო კომიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება

საპარლამენტო კომიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება. საკითხზე დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტებზე იმსჯელებენ.

ხვალიდან კი 2024 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გაცნობა დეპუტატებისთვის პოლიტიკურ ჯგუფებში გაგრძელდება. შემაჯამბელ სხდომას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ორშაბათს გამართავს.

მომავალი წლის ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონით არის განსაზღვრული. მომატებული თანხა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამებს, გაზრდილ პენსიებსა და ხელფასებზეა გადანაწილებული. ბიუჯეტის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს ოპოზიცია.

დღის ამბები