26 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
საქართველოში ვიქტორ ორბანი ჩამოვიდა - ოფიციალური შეხვედრები ხვალ იწყება

საქართველოში კი ვიქტორ ორბანი ჩამოვიდა. უნგრეთის პრემიერ მინისტრი ამჯერად მეუღლით და მთელი მთავრობით ჩამოვიდა.

უნგრეთის პრემიერმა თავისი ვიზიტი 5 დღის წინ გრანადაში დააანონსა, სადაც უსამართლო უწოდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების პროცესის გაჭიანურებას.

საქართველოს ევროინტეგრაცია მთავარი, მაგრამ ერთადერთი საკითხი არ იქნება. უნგრეთი დაინტერესებულია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელით, რომელიც საქართველოდან უნგრეთს რუმინეთის გავლით დაუკავშირდება.

ოფიციალური შეხვედრები ხვალ იწყება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. ასევე შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის

ხუთ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები ხვალვე მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.

დღის ამბები