საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ის არ ემხრობა პალესტინის მოსახლეობისთვის დახმარების შეჩერებას, თუმცა აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ ეს დახმარება არ აფინანსებს ჰამასს.
მან "ჰამასის" დახმარების კონტექსტში ირანი ახსენა და განაცხადა, რომ გმობს ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერდა "ჰამასის" ქმედებებს:
"ჩვენ არ ვემხრობით პალესტინის მოსახლეობისთვის დახმარების შეჩერებას, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა დავრწმუნდებით, რომ ეს დახმარება არ აფინანსებს "ჰამასს". რაც შეეხება ირანს, ჩვენ აშკარად ვგმობთ ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერდა "ჰამასის" ქმედებებს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ინფორმაციის გაანალიზების პროცესში ვართ. მე კომენტარს არ გავაკეთებ ირანის პირდაპირ ჩართულობაზე რადგან ფორმალური დასაბუთება არ გვაქვს. მაგრამ ცხადია, რომ ირანის ხელისუფლების მიერ, საჯაროდ გაკეთებული შენიშვნები მიუღებელია და არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს," - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.