„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან შეხვედრა გამართა.
“ვარდისფერი ოქტომბერი” სიმბოლური სახელია, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
საინფორმაციო კამპანიის გარდა, “ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში, დაიგეგმა უშუალოდ სკრინინგთან დაკავშირებული ღონისძიებები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ინფორმაციული შეხვედრები.