ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ისრაელისა და პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრები, მასკატში გასამართ შეხვედრაზე მიიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ჟოზეფ ბორელი ავრცელებს.
"მე მოვიწვიე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას შეუერთდეს, რომელიც დღეს გაიმართება. ასევე, მოვიწვიე პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელსაც საშუალება მიეცემა პალესტინის პოზიციების შესახებ ისაუბროს," - აცხადებს ბორელი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დღეს შედგება.