26 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ეძგვერაძე დღეს სასამართლოზე არ გამოცხადდა - ის სასამართლოს უნდობლობას უცხადებს

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და  სასამართლოში არ გამოცხადდა. ის ამბობს, რომ სასამართლოში გამოცხადებას არც მომავალში აპირებს.

ცემის საქმის ფარგლებში ის და კიდევ ერთი დაზარალებული, კახა ალადაშვილი, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს უნდა გამოკითხულიყვნენ, თუმცა სასამართლოში არც ერთი მივიდა, მათი პოზიცია ადვოკატმა დააფიქსირა და თქვა, რომ ეძგვერაძე გამოძიებას არ ენდობა.

პროკურატურამ დღევანდელ სხდომაზე არ დააყენა იძულებით გამოკითხვის შუამდგომლობა, თუმცა როგორც სახელმწიფო ბრალდებამ მოგვიანებით განაცხადა, დაზარალებულები შეგნებულად უშლიან ხელს გამოძიებას და ამიტომ არ თანამშრომლობენ შესაბამის უწყებასთან.

დღის ამბები