სახმელეთო ოპერაცია ისრაელმა შესაძლოა დღეს დაიწყოს - ისრაელი ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორია უახლოეს საათებში დატოვონ.
ექსპერტების განცხადებით, რომლებიც დეტალურად აკვირდებიან ისრაელში მიმდინარე მოვლენებს, სახმელეთო კონფლიქტი ფაქტობრივად გარდაუვალია,
ღაზის სექტორის საზღვართან, სადაც 35 ბატალიონი განთავსდება, იქმნება მომავალი ოპერაციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ისრაელისა და "ჰამასის" ომს უკვე 1600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
გასული ღამის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა 250-ზე მეტ ობიექტზე მიიტანა იერიში. განადგურებულია 150-ზე მეტი სამხედრო ობიექტი.
ცაჰალის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ისრაელი ოფიციალურად აკონტროლებს ღაზის სექტორის და ისრაელის საზღვარს და ღაზა სრულ ბლოკადაშია ისრაელის შეიარაღებული ძალების მხრიდან.
რადიკალური ისლამისტური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, თუ ისრაელის არმია ღაზის სექტორის მოსახლეობას წინასწარ გაფრთხილების გარეშე დაბომბავს, ისინი ისრაელიდან მძევლად აყვანილებს დახოცავენ.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის ისტორიაში, ისრაელს ამდენი რეზერვისტი არასოდეს გამოუძახებია. ამ დროისთვის, 360 000 რეზერისტია გამოძახებული.
ავტორი: მიხეილ ხეცოიძე.