ირანის ლიდერის აიათოლა ჰომეინის განცხადებით, ირანი "ჰამასის" მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში არ მონაწილეობდა. თუმცა, მისი განცხადებით, ის მოხარულია ისრაელის სადაზვერვო სამსახურების კრახით.
ომის დაწყების შემდეგ გაკეთებულ პირველ სატელევიზიო განცხადებაში ჰომეინიმ თქვა: "ჩვენ ვკოცნით იმ ადამიანების ხელებს, რომლებმაც დაგეგმეს სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმა".
მისი განმარტებით, განხორციელებული დაბომბვების შედეგად, ისრაელის ტერიტორიაზე რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი სტრუქტურა დაზიანდა, რომლის აღდგენის დრო არ არის. მისი თქმით, მომხდარში თვითონ ისრაელის ხელისუფლებაა დამნაშავე.