26 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მთავარი თემა, ისრაელში არსებული ვითარება იქნება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯოზეფ ბორელი წერს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ამჟამად ომანის დედაქალაქში იმყოფება, რომელიც ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მასპინძლობს.

ბორელის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ე.წ. ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება.

დღის ამბები