ისრაელში აშშ-ის სულ მცირე 11 მოქალაქის მკვლელობა დადასტურდა - ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისივე თქმით, სავარაუდოა, რომ ჰამასის მიერ მძევლად მყოფთა შორის ასევე იყვნენ ამერიკის მოქალაქეები და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ისრაელის ოფიციალურ პირებთან მუშაობს "მძევლების კრიზისის ყველა ასპექტზე".
ბაიდენი ასევე აღნიშნავს, რომ ისრაელზე შტევის დაწყების დროს, ქვეყანაში მყოფი რამდენიმე ამერიკელის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.