26 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
თუ ისრაელი ღაზას სექტორის დაბომბვას გაფრთხილების გარეშე გააგრძელებს, მძევლად აყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას დავიწყებთ - "ჰამასი"

"ჰამასის" შეიარაღებული ფრთის, ალ-კასამის ბრიგადების სპიკერი აცხადებს, რომ თუ ისრაელი ღაზას სექტორის დაბომბვას გაფრთხილების გარეშე გააგრძელებს, ისინი მძევლად აყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას დაიწყებენ და ვიდეო კადრებს გაასაჯაროებენ.

"ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვუპასუხებთ ნებისმიერ თავდასხმას ჩვენს ხალხზე, რომლებიც უსაფრთხოდ არიან საკუთარ სახლებში, ჩვენ მძევლებს სიკვდილით დავსჯით და ამას გადავცემთ აუდიო და ვიდეომასალების საშუალებით," - განაცხადა აბუ ობაიდამ ინტერნეტში გავრცელებულ განცხადებაში.

"ჰამასი" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ 100-ზე მეტი მძევალი ჰყავთ, მათ შორის ისრაელის არმიის ოფიცრები.

როგორც აშშ-ის მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, კატარი "ჰამასის" წარმომადგენლებთან მძევლების გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

დღის ამბები