ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმები მხოლოდ დასაწყისია. მისი განმარტებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ "ჰამასის" ტყვეობაში მყოფი ისრაელის მოქალაქეები დაიხსნან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, ნეთანიაჰუმ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა კოალიციური მთავრობა შექმნან.
ამასთან, ისრაელის მედია, მაშველების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიბუც ბეერში სულ მცირე 100 ცხედარი იპოვეს.
აღნიშნული ადგილი ღაზას სექტორის საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ის ერთ-ერთი პირველი ადგილი იყო, სადაც შაბათს "ჰამასის" ბოევიკები შევიდნენ და ისრაელის მოქალაქეები მძევლად აიყვანეს.