26 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
"ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, საშუალება უნდა მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

"ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხალხისათვის დამატებით ბარიერებისა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, კომანია "ჯორჯიან ეარვეისმა" დღეს, საგანგებო განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ "აქტიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ბილეთების გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით". 

დღის ამბები