2024 წლიდან, პირველ კლასში შესვლას ის ბავშვებიც შეძლებენ, ვისაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე უსრულდება. 2025-26 სასწავლო წელს კი, სკოლაში ის პატარებიც წავლენ, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდება.
126-ე სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგ თეა მესხის თქმით, პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, კანონში ცვლილების შეტანა დროული გადაწყვეტილება იყო.
მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველი მშობლების მიმართვები გახდა, რომლებიც სკოლის დაწყებით საფეხურზე დაწესებული ასაკის გადახედვას ითხოვდნენ.
სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვის შეყვანის გადაწყვეტილება ნებაყოფლობითია. თუ მშობელი თვლის, რომ მოზარდი სკოლისთვის მზად არ არის, შეუძლია პატარა ბაღში დატოვოს და სკოლაში ერთი წლის შემდეგ შეიყვანოს.