1092-მა სამხედრომ სახელმწიფოსგან მახათას მთაზე ახალი ბინები მიიღო. საცხოვრებელი სახლები ჯარისკაცებმა სპეციალური პროგრამის ფარგლებში შეიძინეს.
ჯარის ქალაქში კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარს შეადგენს, თუმცა თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რომლის მიხედვითაც სამხედროს შიდა უპროცენტო განვადებით სარგებლობა შეუძლია, ჯარისკაცებს კვადრატულ მეტრში მხოლოდ 100 დოლარის გადახდა მოუწიათ.
პროექტი, რომელიც მთავრობის ინიციატივით 2020 წელს დაიწყო, მახათას მთაზე 39 შვიდ სართულიანი კორპუსი აშენდა. სამხედროებს მათი ოჯახების სულადობის მიხედვით 50,80 და 110 კვადრატული მეტრის ბინები გადაეცათ.
თავდაცვის ძალები მთავრობის მხარდაჭერით ჯარისკაცებისთვის ბინების მშენებლობას თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც აპირებს.