ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. საბურთალოს რაიონში, მინდელის ქუჩაზე ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც იქვე მდგომ მანქანას დაეცა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და მაშველები არიან მობილიზებული.
როგორც "რუსთავი2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ქარმა პრობლემები შექმნა ვაჟა-ფშაველას, პოლიტკოვსკაიას და ზაქარიაძის ქუჩებზე.
მოგლეჯილია რამდენიმე ხე და დაზიანებულია იქვე მდგომი მანქანები, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველებმა აღნიშნული ტერიტორიები უკვე გაასუფთავეს.