თერჯოლა ღვინის დღეებს მასპინძლობს. ღონისძიებები დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში მიმდინარეობს.
საფესტივალო პროგრამა მოიცავს იმერული ღვინის დეგუსტაციას და გამოფენა-გაყიდვას, მოწყობილია საგამოფენო, საბავშვო-გასართობი და კვების სივრცეები, ტარდება მასტერკლასები პურის ცხობაში, ფელამუშის და ჩურჩხელის მომზადებაში, მსურველებს შეუძლიათ თავად დაწურონ ყურძენი საწნახელში, დაამზადონ თიხის ჭურჭელი, მოხატონ ღვინის ჭიქები და ბოთლები. ფესტივალი კონცერტით დასრულდება.