26 ნოემბერი 2024,   01:21
ვრცლად
სუს-ი არ მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის და მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნით არის დაკავებული - გიორგი ბოტკოველი

სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება გრძელდება - ამ წუთებში მაგისტრი მოსამართლის წინაშე კითხვებს აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის დირექტორი, თამარ ქაროსანიძე პასუხობს.

მიმდინარე გამოძიების პარალელურად ისმის პოლიტიკური ურთიერთბრალდებები - ოპოზიციას სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადების არ სჯერა და ფაქტს პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ბოტკოველის თქმით, სუს-ი რეალურად პოლიტიკური ოპონენტების დევნით არის დაკავებული და ის სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის არაფერს აკეთებს.

"ყოველ წელს, როდესაც ამ ქვეყანაში არჩევნები ტარდება ან რაიმე საპროტესტო მუხტი იქმნება, სუს-ი გამოდის და აკეთებს განცხადებას - ეს არის ბოდვა. ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის და მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნით არის დაკავებული, დღეს ეს არის სუს-ის რეალობა", - განაცხადა ბოტკოველმა.

 

დღის ამბები