26 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო - პროცესს მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო, რომელზეც ბრალდებულები, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი მაღალჩინოსნები არიან.

სხდომა სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც დისტანციურად ესწრება მიხეილ სააკაშვილიც. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას დაიწყებენ, გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ ეს შუამდგომლობა დააყენა. დღევანდელ პროცესზე ვიდეომტკიცებულებებს გამოიკვლევენ, რომელიც 7 ნოემბრის დარბევას ასახავს.

დღის ამბები