ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, საჰაერო განგაშის ხმა ისმის ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, მათ შორის - თელ-ავივსა და იერუსალიმში.
როგორც BBC წერს, იერუსალიმში, სულ მცირე, სამი აფეთქების ხმა გაისმა. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, მოახერხა თუ არა რაკეტების განეიტრალება ისრაელის თავდაცვამ.