26 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
ღაზის სექტორში მსხვერპლი 436-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვებიც

პალესტინელი ლტოლვილების დახმარების და მხარდაჭერის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოს (UNRWA) მონაცემებით, ღაზის სექტორის დაბომბვის გამო, 74 ათასამდე ადამიანი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა, ამის შესახებ "ალ ჯაზირა" წერს. მათი ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობა გაიზრდება, რადგან დაბომბვა არ წყდება.

"UNRWA-ს ჯგუფები ეხმარებიან ოჯახებს თავშესაფრითა და სასმელი წყლით. ვამზადებთ საკვებსა და ჰიგიენის საშუალებებს. სამოქალაქო პირები ყოველთვის დაცულები უნდა იყვნენ, მათ შორის - ბრძოლის დროსაც. სკოლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა - მათ შორის თავშესაფრები, სადაც დევნილები აფარებენ თავს, არასოდეს უნდა გახდეს თავდასხმის ობიექტი," - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსხვერპლი ღაზაში 436-მდე გაიზარდა, "ალ ჯაზირას" ინფორმაციით, დაღუპულთაგან 91 ბავშვია.

დღის ამბები