26 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
თურქეთი მზადაა, გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ისრაელისა და პალესტინის ძალებს შორის სიმშვიდის დასამყარებლად - ერდოღანი

თურქეთი მზადაა, გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ისრაელისა და პალესტინის ძალებს შორის სიმშვიდის მისაღწევად - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ გრძელვადიანი რეგიონული მშვიდობა, მხოლოდ პალესტინა-ისრაელის საკითხის საბოლოო გადაწყვეტით იქნება შესაძლებელი.

"თურქეთი მზად არის გააკეთოს ის, რაც შეუძლია, რათა შეტაკებები რაც შეიძლება მალე დასრულდეს და დაძაბულობა შემცირდეს. თურქეთი მზადაა, გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ისრაელისა და პალესტინის ძალებს შორის სიმშვიდის დასამყარებლად.

როგორც ყოველთვის გამოვხატავდით, ორ სახელმწიფოს შორის გამოსავლის პერსპექტივის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია. სამართლიანობა დაგვიანებულია, სამწუხაროდ, ამის ფასს იხდიან პალესტინელები, ისრაელელები და მთელი ჩვენი რეგიონი," - აღნიშნა ერდოღანმა.

დღის ამბები