მეთევზეობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ასეთივე ძველია სათევზაო ბადის მქსოველის საქმეც. თევზის ჭერისთვის გამოსაყენებელი ბადე ჩვეულებრივი არ არის და მის ქსოვას განსაკუთრებული ტექნიკა სჭირდება.
ამ ძველ ხელობას დღეს ბევრი არ ფლობს, თუმცა საქართველოს ზოგიერთ სოფელში შეხვდებით ქალებს, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებული. ამის მაგალითია სოფლები დიმი და როკითი ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
ავტორი: გიორგი ქორქია