26 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
მთაში შემონახული ტრადიცია და საუკუნოვანი ტაძარი ერთი ადამიანის იმედად - ტაძრის მცველები სვანეთიდან

ამბობენ, მთაში ადამიანი ყველაზე მეტ თავისუფლებას პოულობს, თუმცა თავისუფლებასთან ერთად მთა პასუხისმგებლობას გაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ დაიცვა და შეინარჩუნო საუკუნოვანი ტრადიციები, მაგრამ ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, მხოლოდ ტრადიცია არ არის. დღეს, უნდა გაგაცნოთ ტაძრის მცველები სვანეთიდან. ადამიანები, რომლებიც ქართულ საგანძურს იცავენ. სვანეთის თითქმის ყველა სოფელშია ქრისტიანული ეკლესია. თითოეულ მათგანს კი მცველი ჰყავს. ისინი არიან პასუხისმგებლები, რომ ტაძარს არავინ დააზიანებს, გაძარცვავს ან შეურაცხყოფს.

ტაძრის გასაღები თაობებს გადაეცემოდა. ტაძრის მცველს მთელი სოფელი ირჩევს და ნდობას უცხადებს. თუ ის საქმეს თავს ვერ გაართმევს და ვერ დაიცავს ქრისტიანულ სიწმინდეს, შესაძლოა, სოფლიდან საერთოდ მოკვეთონ. ეს პასუხისმგებლობა მცველებს კარგად აქვთ გააზრებული. სწორედ ამიტომ, მრავალსაუკუნოვანი ტაძრის არქიტექტურა და ფრესკები დღემდე შენარჩუნებულია.

დღის ამბები