26 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ თუ სააკაშვილის მიმართ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ეს დადებითად იმოქმედებს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე

იზიარებს თუ არა ოპოზიცია იმას, რომ ევროკავშირის მიდგომა ისეთ პირობებს უნდა ეფუძნებოდეს, როგორიცაა, მაგალითად საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა და რუსეთისთვის სანქციების დაწესება - ამაზე ხელისუფლების ოპონენტებს არაერთგვაროვანი პასუხები აქვთ.

"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოგვარებამ, შესაძლოა, დადებითი გავლენა მოახდინოს ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე.

"განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ უკვე ველოდებით და მწიფდება ეს გადაწყვეტილება, აქ წინა პლანზე არა რაღაც შანტაჟის ენა უნდა იყოს, ან რაღაც სეპარატისტული მოლაპარაკებები რომელიმე ლიდერთან და ამით ფონს გასვლა, თუ სააკაშვილის მიმართ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ან სხვა ნაბიჯები გადაიდგმება, არც პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდება და ფორსირება პარლამენტში მოხდება არა ასეთ თემებზე, რომელსაც გადააქვს მთავარი საკითხიდან ყურადღება, არამედ რეალურ რეფორმებზე - სასამართლოში, ბანკში და ა.შ. ეს ყველაფერი წაადგება, ბუნებრივია, ძალიან დადებითად ამ პროცესს,"- აცხადებს გიგი წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ სტატიაში, რომელიც "ეურაქტივში" გამოქვეყნდა, სტატიის ავტორი, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებელი, სერგი კაპანაძე წერს: "იმ ფონზე, როდესაც ბრიუსელი განიხილავს საქართველოს უფლებამოსილებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, პარალელურად, დებატები მიმდინარეობს იმ პირობების ირგვლივ, რომლებიც უნდა შესრულდეს საქართველოს მომავალი ინტეგრაციისთვის." სერგი კაპანაძე საუბრობს 10 პირობაზე, რომელსაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა უნდა დაეყრდნოს.

სტატიის ავტორი ყურადღებას დეპოლარიზაციაზე ამახვილებს და ამ კონტექსტში ექსპრეზიდენტზე საუბრობს. "დეპოლარიზაცია უნდა მოიცავდეს პოლიტიკური დევნის საკითხისა და დაკავებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრობლემის მოგვარება",- წერს სერგი კაპანაძე.

ამასთან, სტატიაში კაპანაძე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ევროპამ "ქართულ ოცნებას" უნდა უბიძგოს სანქციების დაწესებისკენ.

 
დღის ამბები