26 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
აიცილა თუ არა არეულობა საქართველომ - ყველა აქტუალურ კითხვაზე პასუხს ზუსტად 9 საათზე, "კურიერიP.S-ში" გაიგებთ

აიცილა თუ არა არეულობა საქართველომ -სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. სუს-ში აცხადებენ, რომ საზოგადოებამ მტკიცებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი იხილა.

"კურიერიP.S-მა" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქმის გამომძიებელთან. რა მტკიცებულებები აქვს უსაფრთხოების სამსახურს, ვის გამოჰკითხავს გამოძიება და გადაიარა თუ არა საფრთხემ- ყველა აქტუალურ კითხვაზე პასუხს ზუსტად 9 საათზე, "კურიერიP.S-ში" გაიგებთ.

"საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებების მცირე ნაწილის განსაიდუმლოება და გასაჯაროება მოხდა. რაც შეეხება მტკიცებულებების სხვა ნაწილს, არ არის გამორიცხული, საზოგადოების და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდეს მათი გასაჯაროება.

რაც შეეხება გამოსაკითხ პირებს, გამოძიებას გააჩნია თავისი სამოქმედო გეგმა. გამოძიება მიმდინარეობს აღნიშნული გეგმის მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში, გამოიკითხებიან, მათ შორის პოლიტიკოსებიც", - განაცხადა საქმის გამომძიებელმა.



დღის ამბები