26 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
ჩვენი მისიაა უახლოესი 24 საათის განმავლობაში, ღაზის გარშემო მცხოვრები ყველა ადამიანის ევაკუაცია - ისრაელის სამხედრო სპიკერი

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად იქნა მიღებული. ისრაელის სამხედროების განცხადებით ღაზის სექტორის საზღვრის მიმდებარე ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

"ჩვენი მისიაა უახლოესი 24 საათის განმავლობაში, ღაზის გარშემო მცხოვრები ყველა ადამიანის ევაკუაცია,"- განაცხადა ისრაელის სამხედრო სპიკერმა. მისივე თქმით, ისრაელელი ჯარისკაცები იბრძოლებენ ბოლომდე, სანამ არ მოკვდება ყველა ტერორისტი ისრაელში. ისრაელისა და პალესტინელ მებრძოლებს შორის, აშკელონში და სამხრეთ ისრაელის რამდენიმე რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით ბრძოლები გრძელდება. მას შემდეგ, რაც ისრაელსა და ლიბანის ძლიერ შეიარაღებულ დაჯგუფება ჰესბოლას შორის დაძაბულობა გაიზარდა ისრაელის ტანკები გამოჩნდნენ ლიბანთან საზღვრის გასწვრივ.

დღის ამბები