26 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
მწუხარებით ვუყურებ იმას, რაც ისრაელში ხდება, სოლიდარობას ვუცხადებ დაღუპულთა ნათესავებს და ვლოცულობ ყველასთვის, ვინც განიცდის ტერორსა და ტანჯვას - რომის პაპი

ისრაელსა და პალესტინაში მომხდარ ვითარებას რომის პაპი გამოეხმაურა. მისი თქმით, ტერორიზმი და ომი არანაირ პრობლემას არ გადაჭრის, არამედ მხოლოდ ტანჯვასა და სიკვდილს მოუტანს უდანაშაულო ადამიანებს.

პაპმა ამის შესახებ ყოველკვირეულ მიმართვაში, მორწმუნეებისთვის წმინდა პეტრეს მოედანზე ისაუბრა.

"მწუხარებით ვუყურებ იმას, რაც ისრაელში ხდება. სოლიდარობას ვუცხადებ დაღუპულთა ნათესავებს და ვლოცულობ ყველასთვის, ვინც განიცდის ტერორსა და ტანჯვას. უნდა შეწყდეს თავდასხმები, უნდა გვესმოდეს, რომ ომი არ არის გამოსავალი. ომი ხალხს მხოლოდ ტანჯვასა და სიკვდილს მოუტანს", - განაცხადა პაპმა.

დღის ამბები