ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით და საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდი დიღმის 36 წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო ღონისძიება, რომელიც სამ ლოკაციაზე ჩატარდა, საბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავდა. გაიმართა კონცერტი.
წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართა, მათ შორის, საპნის ბუშტების და ქიმიური ექსპერიმენტების შოუ.
საღამო მუსიკალური პროგრამით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც, მაყურებლის წინაშე წარდგნენ პოპულარული ქართული ჯგუფები და მომღერლები.