თურქეთმა გამოთქვა ღრმა შეშფოთება ისრაელსა და პალესტინას შორის ბოლო ესკალაციის გამო და განაცხადა, რომ მზად არის, დაეხმაროს ვითარების დეესკალაციაში.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ დღეს ისრაელსა და პალესტინაში არსებული ძალადობისა და დაძაბულობის გამო. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონში სიმშვიდის, რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას და მტკიცედ ვგმობთ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას. ხაზს ვუსვამთ, რომ ძალადობის აქტები და მასთან დაკავშირებული ესკალაციები არავის სარგებელს არ მოუტანს და მოვუწოდებთ მხარეებს, იმოქმედონ თავშეკავებულად და მოერიდონ იმპულსურ ნაბიჯებს“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ანკარა მზადაა, წვლილი შეიტანოს იმისთვის, რომ სიტუაციის შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს, აცხადებენ სამინისტროში. „ამ კუთხით ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ კონტაქტებს შესაბამის მხარეებთან“.