"ჰამასსა" და ისრაელს შორის დაპირისპირება ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, უკიდურესად გამწვავდა. ისრაელი ღაზის სექტორში "ჰამასის" პოზიციებს უტევს. გაზრდილია მსხვერპლის რაოდენობა.
პალესტინურ მხარეს ისრაელის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 200 ადამიანი დაიღუპა დაჭრილთა რაოდენობამ კი 1600-ს გადააჭარბა. რაც შეეხება "ჰამაისის" სამიზნეს ისრაელს, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით 100-მე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი, 985-ს აღწევს დაშავებულთა რაოდენობა. ვრცელდება ინფორმაცია ტყვეების შესახებაც, თუმცა ისრაელის მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარისგან თავს იკავებს.
ავტორი: მიხეილ ხეცოიძე.