26 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
ერთად ვისადილეთ და მერე სიხარულით გავიდნენ სახლიდან - რას ამბობს "კურიერთან" 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბებია

14 წლის გოგო, რომელიც ორი თვის წინ გაათხოვეს, საკუთარ ოჯახში დღეს მიასვენეს. დმანისიდან ლამბალოში იძულებით წაყვანილ არასრულწლოვანს, მოძალადე ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა.

მკვლელი 28 წლის ალიმ ასლამოვია. მამაკაცი, რომელმაც მოზარდი სასტიკი ანგარიშსწორებისთვის არაერთი მოწმის თანდასწრებით გაიმეტა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა.

სოფელი დღესაც ისე დუმს, როგორც გასული ორი თვის განმავლობაში, როცა ალიმ ასლამოვმა მოტაცებული გოგო დმანისიდან ლამბალოში ჩაიყვანა და ყველას ცოლად გააცნო. ძებნილის მამა კურიერს უყვება, რომ იცოდა, მისი შვილის უკანონო ქორწინების შესახებ, თუმცა მას დანაშაულის შესაჩერებლად არაფერი გაუკეთებია.

მკვლელის ოჯახში დღეს ალიმ ასლამოვის გამართლება არავის უცდია, თუმცა იყო თავის მართლების და მედიასთან იმის მცდელობა, რომ გოგონა საკუთარი ოჯახიდან იძულებით არავის წაუყვანია. კურიერთან ჰყვებიან იმასაც, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

პოლიცია სასტიკ დანაშაულში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები