26 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
წლიური მაჩვენებლით, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე შემცირდა - რა მოლოდინები აქვთ ექსპერტებს

ტრანსპორტი, სურსათი, ჯანდაცვა – ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რამაც ქართულ ბაზარზე პროდუქტების ფასები შეამცირა. წლიური ინფლაცია, 3 პროცენტიან მიზნობრივ ნიშნულზე დაბალია და მაჩვენებელი 0,7 მეათედით განისაზღვრა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით მონაცემებმა 0.6 მეათედი პროცენტი შეადგინა.

წლიური მაჩვენებლით, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე 0.2 მეათედი პროცენტით შემცირდა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ რეგიონში შექმნილი პრობლემების მიუხედავად, ქვეყანამ ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, სწრაფი ტემპით დაძლია.

პოზიტიურ დინამიკაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ექსპერტების შეფასებით მონაცემები, მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და ეკონომიკის ზრდას უკავშირდება.

მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სამთავრობო გუნდში ინფლაციის მიმართულებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

დღის ამბები