ჩვენ ცალსახად ვგმობთ „ჰამასის“ ტერორისტების შემზარავ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში წერს.
ენტონი ბლინკენი ისრაელის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს.
"სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელის მთავრობას, ხალხს და ვუსამძიმრებთ ამ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა გამო“, - წერს ბლინკენი.