26 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით,ტერორისტული თავდასხმის შედეგად საავადმყოფოებში 908 დაშავებულია გადაყვანილი

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად საავადმყოფოებში ამ დროისთვის 908 დაშავებულია გადაყვანილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

დღის ამბები