26 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
თურქეთი მოუწოდებს ისრაელსა და პალესტინას, იმოქმედონ თავშეკავებით ისრაელში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთი მოუწოდებს ისრაელსა და პალესტინას, იმოქმედონ თავშეკავებით ისრაელში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, იმოქმედონ თავშეკავებით ისრაელში დღეს დილით განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით და თავი შეიკავონ იმპულსური ნაბიჯებისგან, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთი ცდილობს, გადაჭრას თავისი პრობლემები რეგიონის ყველა ქვეყანასთან დიპლომატიისა და დიალოგის გზით.

„რეგიონში სისხლისღვრის შეჩერება ჩვენი პრიორიტეტია. ამის მიღწევის გზა სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვაა“, – განაცხადა ერდოღანმა.

დღის ამბები