26 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი - აშშ გმობს „ჰამასის“ ტერორისტების არაპროვოცირებულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, მტკიცედ ვდგავართ ისრაელის მთავრობისა და ხალხის გვერდით

აშშ მტკიცედ დგას ისრაელის გვერდით, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოტსონმა განაცხადა.

აშშ-მა დაგმო ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა.

„აშშ ცალსახად გმობს „ჰამასის“ ტერორისტების არაპროვოცირებულ თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ტერორიზმის გამართლება არ არსებობს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ისრაელის მთავრობის, ხალხის გვერდით და ვუსამძიმრებთ თავდასხმების შედეგად დაღუპული ისრაელის მოქალაქეების გამო“, – განაცხადა უოტსონმა.

დღის ამბები