საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ბასილ მელიქიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემიით დაჯილდოება გაიმართა. ყოველწლიურ პრემიას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, ინიციატივითა და თეთრიწყაროს მერიის მხარდაჭერით საფუძველი 2022 წელს ჩაეყარა.
მისი მიზანი ახალგაზრდა მწერლების მოტივაციის ზრდა და მათი ხელშეწყობაა. წელს ბასილ მელიქიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი ახალგაზრდა პროზაიკოსი, ცოტნე ავსაჯანიშვილი გახდა.