ღვინის მარათონს შეუერთდა გორი. ღონისძიება თეატრის სკვერში მიმდინარეობს. ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ საკუთარი მარნიდან გამოტანილი ღვინოები გაასინჯონ დამთვალიერებელს. პარალელურად მიმდინარეობს არაერთი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებაც. ღვინის დღეები დღის ბოლოს გალა კონცერტით დასრულდება.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული საზოგადოებას მოუწოდებს ერთად გაატარონ ეს დღე.
"პრემიერ-მინისტრის ორგანიზებითა და მთავრობის მეთაურობით წელს უკვე მეორედ ტარდება ღვინის დღეები. დღეს ღვინის დღეებს მასპინძლობ გორი. წარმოდგენილია ადგილობრივი ნაწარმი, ასევე ღვინის მწარმოებლებისგან მრავალფეროვანი ნაწარმი და ღვინოებია წარმოდგენილი. დღეს არაერთი აქტიურობა იქნება და ღონისძიებას გააგრძელებს კონცერტი. ასევე იქნება სხვადასხვა მასტერკლასები. ვიწვევთ გორელებს, რომ ჩვენთან ერთად გაატარონ ეს დღე", - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.