26 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
როგორ რეაგირებს მსოფლიო ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე და როგორია ლიდერების მოწოდება მხარეების მიმართ

როგორ რეაგირებს მსოფლიო ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე.

მსოფლიო ლიდერები, ისრაელზე "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ეხმაურებიან. ბევრი, ისევე როგორც წინა კონფლიქტების დროს, მათ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას CNN ავცრცელებს:

რას ამბობენ ახლო აღმოსავლეთში:

ეგვიპტე: ეგვიპტე უკვე ცდილობს გამონახოს გზა სისხლისღვრის შესაჩერებლად. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის იმყოფება "ინტენსიურ" კომუნიკაციაში საერთაშორისო ოფიციალურ პირებთან, "რათა შეაჩეროს მიმდინარე ესკალაცია", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თურქეთი: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მოუწოდებს მხარეებს, იმოქმედონ თავშეკავებით, თავი შეიკავონ იმპულსური ნაბიჯებისგან, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს დაძაბულობას..

საუდის არაბეთი: საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან ისრაელში მიმდინარე "უპრეცედენტო" სიტუაციას და მოუწოდებენ ორივე მხარეს, დაუყოვნებლივ შეაჩერონ ესკალაცია.

ირანი: ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველმა, მხარი დაუჭირა ისრაელზე პალესტინელების თავდასხმას.

რას ამბობს ზოგიერთი ევროპელი ლიდერი:

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი: "კატეგორიულად ვგმობ ტერორისტულ თავდასხმებს, რომელიც ამჟამად ისრაელის წინააღმდეგ ხორციელდება. სრულ სოლიდარობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს".
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი: "დღეს ჩვენამდე შოკისმომგვრელი ამბები მოდის ისრაელიდან. გერმანია გმობს ჰამასის ამ თავდასხმებს და დგას ისრაელის გვერდით“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი: "შოკირებული ვარ ამ დილით ჰამასის ტერორისტების მიერ ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებით. ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის აბსოლუტური უფლება. ჩვენ კონტაქტზე ვართ ისრაელის ხელისუფლებასთან".

ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე: "საშინელი სურათები ვიხილეთ ისრაელიდან. ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმას ახორციელებს. ტერორისტები თავს ესხმიან უდანაშაულო მოქალაქეებს. ეს ძალადობა უნდა შეწყდეს. ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის სრული უფლება".

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის პოზიციას - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ "უკრაინა მტკიცედ გმობს ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე ტერორისტულ თავდასხმებს, მათ შორის იერუსალიმსა და თელავივში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებს"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ახლო აღმოსავლეთის ელჩმა მიხაილ ბოგდანოვმა "რია ნოვოსტს" განუცხადა, რომ რუსეთი კონტაქტშია ისრაელისა და პალესტინის ოფიციალურ პირებთან და მოუწოდებს ორივე მხარეს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი.

 

დღის ამბები