26 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
"განხილვებმა სრულად გააშიშვლა პრეზიდენტის გადაწყვეტილებების სიმცდარე" - მიხეილ სარჯველაძე

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმისთვის, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. სახელისუფლებო გუნდში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია და საკონსტიტუციო სასამართლოსგან შესაბამისი დასკვნის მოლოდინში არიან.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არგუმენტ, პრაქტიკულად, წარმოდგენილი არ ყოფილა.

"განხილვებმა სრულად გააშიშვლა პრეზიდენტის გადაწყვეტილებების სიმცდარე. ახსნა, რომელსაც შეიძლება არგუმენტი ვუწოდოთ, პრაქტიკულად, წარმოდგენილი არ ყოფილა. ეს ყველაფერი ძალიან კარგად აჩვენა ირაკლი კობახიძის ხუმრობანარევმა ექსპერიმენტმა , რომელმაც გამოააშკარავა, რომ მცდარ პოზიციაზე დგანან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ახსნან, რომ იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს და კონსტიტუცია არ დარღვეულა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები