26 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა, პრეზიდენტი კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე დასამტკიცებლად გაგზავნის შესახებ, რასაც მოგვიანებით ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ და უმრავლესობის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ხუმრობა უწოდეს. პრეზიდენტმა აღნიშნულ განცხადებებს "არასერიოზული და ცინიკური" უწოდა და აღნიშნა, რომ "კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს."

"საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა.

როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას.

შესაბამისად, პრეზიდენტი "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს," - წერს პრეზიდენტი facebook-ზე.

დღის ამბები