26 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
"ნახეთ ერთი, ვინ დაიწყო სერიოზული განხილვა კობახიძის ხუმრობის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით. თან იმ კანონის, რომელიც ხელმოსაწერად იყო გაგზავნილი პრეზიდენტთან" - თენგიზ შარმანაშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ "ორი რამ არის უსასრულო, სამყარო და ადამიანის სისულელე." როგორც შარმანაშვილი შემდეგ პოსტში განმარტავს, წინა ეხებოდა ირაკლი კობახიძის განცხადებას "შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონის პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე დასამტკიცებლად გაგზავნაზე. შარმანაშვილი განმარტავს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება ხუმრობა იყო, ხოლო სერიოზული რეაქციები ამ ხუმრობაზე - სისულელე.

"აი, ამაზე ვწერდი. ნახეთ ერთი, ვინ დაიწყო სერიოზული განხილვა კობახიძის ხუმრობის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით. თან იმ კანონის, რომელიც ხელმოსაწერად იყო გაგზავნილი პრეზიდენტთან. ასეთი კვალიფიკაციის ხალხი ურჩევს პრეზიდენტს როგორ იმოქმედოს. ვინც სერიოზულად განიხილავდა, იმათი რეესტრი ცალკეა საწარმოებელი. მერე გადარეკეს პრეზიდენტთან და გაარკვიეს, რომ უკვე გაგზავნილი იყო მასთან ირაკლის ხუმრობამდე. ამას, ოღონდ სერიოზულად, ამტკიცებდნენ პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციოში,"- წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები