26 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის ძირითადი კანონი - სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის შეფასება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოში არგუმენტები არ ჰქონდათ. წარდგინების ავტორები საკონსტიტუციო სასამართლოსგან, ახლა მათი პოზიციის გაზიარებასა და პრეზიდენტის მხრიდან, კონსტიტუციის დარღვევის დადგენას ელოდებიან.

საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ უპრეცედენტო პროცესს, ოპოზიცია არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური კუთხით უყურებს და ამბობს, რომ ბათუმში მიმდინარე განხილვები მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციას ემსახურებოდა

საკონსტიტუციო სასამართლოსგან კონსტიტუციის დარღვევის დადგენას ელოდებიან ხელისუფლების ოპონენტებიც, თუმცა, მათ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტს კანონი არ დაურღვევია და თუ სასამართლო საპირისპიროს დაადგენს, ეს, მათი თქმით, მიკერძოებული გადაწყვეტილება იქნება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ 3 დღიანმა განხილვებმა, ქვეყნის რეპუტაცია ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებით დააზიანა.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია - ეს პოზიცია, კი, მათი აზრით, წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოში არგუმენტირებულად დაადასტურეს. თუმცა, მთავარი ახლა, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომელიც "ქართული ოცნების" ვარაუდით, დადებითი იქნება.

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის ძირითადი კანონი - გადაწყვეტილება ამაზე 9 მოსამართლისგან შემდგარმა პლენუმმა უნდა მიიღოს. დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, 14 ოქტომბრამდე წერილობით უნდა გადაეგზავნოს.

დღის ამბები