ღვინო, კონცერტები, გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის, გამოფენა-გაყიდვები და კვების ობიექტები - ხვალიდან ქვეყანაში ღვინის დღეები იწყება. თბილისში სამზადისი დასკვნით ეტაპზეა.
ღონისძიებებს ალექსანდრეს პარკი უმასპინძლებს. ორგანიზატორები ფესტივალზე, როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს ელოდებიან.