ესპანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გრძელდება. დღევანდელი დღე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ეთმობათ.
მოლდოვაზე, უკრაინასა და საქართველოზე ისაუბრა გერმანიის კანცლერმაც.
"ჩვენი განზრახვა არის საბოლოოდ მივიღოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში 20 წლიანი დაპირებების შემდეგ. ჩვენ ასევე გვაქვს ასეთი გეგმები მოლდოვასთან და უკრაინასთან და პერსპექტივაში საქართველოსთანაც," - აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.